logo_geo
eng_logo
„რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია რეგიონისთვის“
- +

20 დეკემბერი. 2016. 00:46


 


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტს გმობს. ერდოღანმა მოკლული დიპლომატის ოჯახსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიუსამძიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა რუსეთისადმი საკუთარი სოლიდარობა ალეპოში ოპერაციისას აჩვენა. მისივე განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია რეგიონისთვის და ვისაც სურდა ამ კავშირისთვის ზიანის მიყენება, მიზანს ვერ მიაღწევს.


ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარის გამოსაძიებლად გაერთიანებული ჯგუფის ფორმირებას განახორციელებს. თურქეთის ლიდერის თქმით, მომხდარი არის პროვოკაცია მათი მხრიდან, ვისაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენება სურს.


შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner