ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბერლინში პოლიციამ საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე მამაკაცი დააკავა. მისი ვინაობა ჯერჯერობით უნცობია. დაკავებული სავარაუდოდ სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც ხალხმრავალ ბაზრობაზე შევარდა. ის ადგილობრივ ზოოპარკთან დააკავეს.
დაუდასტურებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაში , მგზავრის ადგილას აღმოჩენილია ერთი ცხედარი.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო შეიჭრა. ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 9 ადამიანი, 50-მდე კი დაშავებულია.