logo_geo
eng_logo
ბრიუსელის ტერაქტების დროს დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია
- +

24 მარტი. 2016. 10:35



ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის მაგი დე ბლოკის განცხადებით, ბრიუსელის ტერაქტების დროს ათობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.



ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე დაშავდა, მათ შორის არიან 40 სახელმწიფოს მოქალაქეები.



ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოებში ამ დრომდე 150 ადამიანი გადის მკურნალობას, 61-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 4 მათგანი კომატოზურ მდგომარეობაშია.


ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი მაგი დე ბლოკი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner