logo_geo
eng_logo
დიმიტრი მედვედევი: რუსეთი ამას დაუსჯელად არ დატოვებს!
- +

20 დეკემბერი. 2016. 01:11




რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი თურქეთში ელჩის მკვლელობასთან კავშირში მყოფს არც ერთ პირს დაუსჯელას არ დატოვებს.


„ანდრეი კარლოვის იარაღი იყო მოლაპარაკებები, მაგრამ მკვლელები სხვა ენაზე საუბრობენ. ეს ენა მიუღებელია ყველა ნორმალური ადამიანისთვის, რომელთა ღირებულებებსაც ანდრეი კარლოვი თავისი სიცოცხლით იცავდა. ის დაიღუპა, როგორც გმირი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ელჩის მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ცივილიზებული ურთიერთობების ფარგლებს სცილდება. რუსეთი ამას დაუსჯელად არ დატოვებს. ყველამ, ვინც ამის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული, პასუხი უნდა აგოს", -წერს დიმიტრი მედვედევი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner