logo_geo
eng_logo
ციურიხში, ისლამურ ცენტრთან ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
- +

20 დეკემბერი. 2016. 01:29


 


შვეიცარიის პოლიცია twitter-ის პირად გვერდზე იუწყება, რომ ციურიხში, ისლამურ ცენტრთან, სადაც სროლა იყო, ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.


„ნაპოვნია ცხედარი. პოლიცია ამ ადამიანის გარდაცვალებას იძიებს, მომხდარი სროლების პარალელურად", - ნათქვამია ინფორმაციაში.


მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის ისლამური ცენტრის შენობასთან სროლების შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ამასთან, პოლიციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს იმ მამაკაცის ძიება, რომელიც ისლამურ ცენტრთან ისროდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner