შვეიცარიის პოლიცია twitter-ის პირად გვერდზე იუწყება, რომ ციურიხში, ისლამურ ცენტრთან, სადაც სროლა იყო, ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
„ნაპოვნია ცხედარი. პოლიცია ამ ადამიანის გარდაცვალებას იძიებს, მომხდარი სროლების პარალელურად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის ისლამური ცენტრის შენობასთან სროლების შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ამასთან, პოლიციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს იმ მამაკაცის ძიება, რომელიც ისლამურ ცენტრთან ისროდა.