რუსული მედიის ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას საერთაშორისო ტერორიზმის აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
მისი თქმით, საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსეთის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ჩატარდება საგამოძიებო ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება რუს დიპლომატზე თავდასხმასთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად.
შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.