logo_geo
eng_logo
აშშ რუსეთს ანკარაში ელჩის მკვლლეობის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს
- +

20 დეკემბერი. 2016. 01:48


 


აშშ-ის სახელმწიფო მდივანა ჯონ კერიმ განაცახდა, რომ აშშ რუსეთს ანკარაში ელჩის მკვლლეობის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს. კერიმ რუსეთის ელჩის ანდრეი კაროლვის მკვლელობა დაგმო და მომხდარ თავდასხმას მხდალი უწოდა.


გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა  ასევე განაცხადა, რომ გაერო თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმას გმობს და მიიჩნევს, რომ მომხდარს გამართლება არ აქვს.


„ჩვენ ვგმობთ თურქეთში რუსეთის ელჩზე შეიარაღებულ თავდასხმას. დიპლომატსა ან ელჩზე თავდასხმს გამართლება არ აქვს", - განაცხადა დიუჟარიკმა.


მისი თქმით, გაერო-ში იმედოვნებენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.


განცხადება გაავრცელა ელისეის სასახლემაც, რომელშიც ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მკვლელობას მკაცრად გმობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner