ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა, პოლონურ კომპანიას ეკუთვნოდა. კომპანია კი აცხადებს, რომ მანქანა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გაიტაცეს.
ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-მდე დაშავდა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს სატვირთო მანქანის მძღოლი. პოლიციაში აცხადებენ, რომ მძღოლის მოტივები ჯერჯერობით გაურკვეველია.