logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ტყვია, რომელიც ელჩს მოხვდა - პუტინს ეკუთვნოდა
- +

20 დეკემბერი. 2016. 02:10


 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი თურქეთში  რუსეთის ელჩის მკვლლეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ბავშვების მკვლელობას არ ერიდება არც საკუთარ სახლში (ბესლანი, მოსკოვი, გროზნო) და არც გარეთ (ალეპო, საქართველო, უკრაინა), რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ გამწარებული ადამიანები, ამ პირსისხლიანის სამსახურში მყოფ დიპლომატებსაც დაერევა და სხვასაც.

 

ტყვია, რომელიც ელჩს მოხვდა - პუტინს ეკუთვნოდა.

 

ბავშვების სისხლი - არც ამ ქვეყნად შერჩება ვინმეს და არც იმ ქვეყნად.

 

პაცეფისტი ვარ. ვგმობ ძალადობას. ამავდროულად, ზუსტად მესმის - პუტინი - გასაჩერებელია!

 

ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დამლაგებლების ოლიმპზე მოკალათებული ყველა ქვეყანა, თანაბრადაა პასუხისმგებელი იმ უბედურებაზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში მძვინვარებს. მარტო პუტინი არაა დედამოხნული - დედამოხნულების მთელი პლიადა მართავს ბურთს.

 

სხვისი უბედურებით შექმნილი ბედნიერება - არ არსებობს!

 

რა კარგია, საქართველო არც ერთ ასეთ სიბინძურეში რომ არაა გახვეული",- წერს ყანდიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner