თბილისში კუს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე მდებარეობს ძლიერი ყინვის გამო გაიყინა. კუს ტბა 2013 წელსაც გაიყინა.
როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, დაბალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, თუმცა ყინვა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, 20 დეკემბერს დედაქალაქში ტემპერატურა -6 გრადუსამდე ჩამოვა. ყინვის გაძლიერება კი 22-23 ადეკემბერს არის მოსალოდნელი.