საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს:
„ბერლინში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.
ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის.
მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობაზე შევარდა. ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, 50-მდე კი დაშავებულია.