logo_geo
eng_logo
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე რამდენიმე შპს-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავეს
- +

20 დეკემბერი. 2016. 11:18



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, შპს-ების „მედეა"- ს, „ნიკა"-ს,  „მარი"-ს, „საბა 11"-ს და „ევროლუქსი"-ა ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.



გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აღნიშნული კომპანიების სახელით, საქართველოში განახორციელა 32 263 347 ლარის ღირებულების ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია, რა დროსაც, დამალა იმპორტირებული საქონლის საქართველოში რეალიზაციის ფაქტები და საგადასახადო დოკუმენტებში მიუთითა, თითქოს იმპორტირებული საქონელი სრულად არ ჰქონდა რეალიზებული და ნაშთად ერიცხებოდა. ამგვარი სქემით, ბრალდებულმა,  კომპანიებზე ხელოვნურად  დაიგროვა ზედმეტობა 1 090 741 ლარის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გადასახადში და  არამართლზომიერად წარმოშობილი ზედმეტობის თანხებით განახორციელა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადელების ფიქტიური გადახდა, რითაც მოტყუებით 1 090 741 ლარის ოდენობით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო. ასევე, ბრალდებულმა,  აღნიშნული  საქმიანობით მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით  უკანონო შემოსავლებს მისცა კანონიერი სახე, კერძოდ, შეიძინა და ახლო ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა უძრავ-მოძრავი ქონება.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 194-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.                                    



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner