დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია.
შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.
„მგზავრები გადაყვანილნი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. განახლებულ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი გვერდის მეშვეობით.
შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ აეროპორტის ცხელ ხაზზე: 0341 23 70 00", - ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.