რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის მიზანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ძირის გამოთხრაა.
„როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან საუბარში და სატელევიზიო გამოსვლაში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ბარბაროსული აქტის ჩამდენების მთავარი მიზანი თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისთვის ძირის გამოთხრა იყო.
ეს ასევე იმიტომ განხორციელდა, რომ ხელი შეშლოდა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის მიზანი უგვანო საშუალებებით. არ გაუვათ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.