ბერლინის პოლიციის განცხადებით, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ხალხმრავალ საშობაო ბაზრობაზე შევარდა, მიზანმიმართულად მოქმედებდა.
„ჩვენი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სატვირთო მანქანა განზრახ მიმართეს ხალხმრავალი ადგილისკენ - ბრაიტშაიდპლაცის საშობაო ბაზრობაზე", - აცხადებენ ბერლინის პოლიციაში.
საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.