logo_geo
eng_logo
ბერლინის პოლიცია ვარაუდობს, რომ სატვირთო მანქანა ხალხმრავალი ადგილისკენ განზრახ მიმართეს
- +

20 დეკემბერი. 2016. 11:54



ბერლინის პოლიციის განცხადებით, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ხალხმრავალ საშობაო ბაზრობაზე შევარდა, მიზანმიმართულად მოქმედებდა.


ჩვენი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სატვირთო მანქანა განზრახ მიმართეს ხალხმრავალი ადგილისკენ - ბრაიტშაიდპლაცის საშობაო ბაზრობაზე", - აცხადებენ ბერლინის პოლიციაში.


საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner