logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილს აქვს რესურსი, რომ დიდი სარგებელი მოუტანოს ჩვენს სახელმწიფოს!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

24 მარტი. 2016. 12:18



„მოხარული ვიქნები, თუ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას!" - განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:


„ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ირკვევა, რომ ის ყოფილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან  კონსულტაციებს და მის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.  მოხარული ვიქნები, თუ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას. დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი ლიდერები, მან კი თავისი მოღვაწეობის დროს დაამტკიცა, რომ სწორედ ასეთია - ძლიერი და შეუპოვარი ლიდერია! ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად ყოფნა საკმაოდ მძიმე დროს მოუწია, მას სრულად ჰქონდა გათავისებული იმ პასუხისმგებლობის სიმძიმე, რაც მან საკუთარ თავზე აიღო, როდესაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მაგრამ, სიამიყით შეუძლია თქვას, რომ ის ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. მას აქვს გამოცდილება და პოტენციალი, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შეთხვევაში ბევრად უფრო ძლიერი გახადოს პარტია „ქართული ოცნება". მას აქვს რესურსი, რომ დიდი სარგებელი და სიკეთე მოუტანოს ჩვენს სახელწიფოს", - აცხადებს ქადაგიძე. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner