logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: დიპლომატიური კორპუსის წევრის საზარელი მკვლელობა მიუღებელია
- +

20 დეკემბერი. 2016. 12:10



აშშ-ის თეთრი სახლი თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.


აშშ მტკიცედ გმობს თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას. სამძიმარს ვუცხადებთ ელჩი კარლოვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და თანავუგრძნობთ რუს ხალხსა და რუსეთის მთავრობას. დიპლომატიური კორპუსის წევრის ეს საზარელი მკვლელობა მიუღებელია და რუსეთთან და თურქეთთან ერთად გამოვხატავთ მზადყოფნას, დავუპირისპირდეთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.


გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner