logo_geo
eng_logo
როგორ შეიცვლება სპორტი მამლის წელიწადში?!
- +

20 დეკემბერი. 2016. 13:24



თანამედროვე ყოფა სპორტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია, უფრო მეტიც, როგორც სტატისტიკა ამბობს, პლანეტის მოსახლეობის  ერთ მესამედს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. თავის დროზე, სპორტი ადამიანის ფიზიკურ გაჯანსაღებას ემსახურებოდა, დრომ ბევრი რამ შეცვალა და დღეს უკვე ძნელია, მას რაიმე ერთი კონკრეტული ფუნქცია მიანიჭო. თავდაპირველთან ერთად მან შეითავსა ადამიანთა ყოფის ისეთი ასპექტები, რომლებზეც შორეულ წარსულში ძნელად თუ იფიქრებდნენ. ზოგ შემთხვევაში სპორტის სახეობების აღრევაც კი მოხდა. მაგალითად, ვინ იფიქრებდა, რომ ფეხბურთს და ცეკვას რამე ჰქონდათ საერთო? გამოირკვა, რომ  ბევრი სპორტსმენი პირდაპირ საფეხბურთო მატჩებისას ხვეწს საცეკვაო ილეთებს. ურწმუნოებისთვის ამ ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებს შემოგთავაზებთ:


 


ფეხბურთელებისა ისე შეშურდათ მოჭიდავეებს, რომ მაშინვე მიბაძეს და ფანტაზიაში გადაასწრეს კიდეც.

 


სინქრონული ცურვა, დამეთანხმებით, სპორტის ერთ-ერთი ულამაზესი სახეობაა. თუმცა სიახლეების სიომ აქაც დაუბერა, უარი თქვეს უკვე აპრობირებულ ილეთებზე და ახალი ელემენტები შემოიტანეს, ისეთები, როგორიცაა წყალზე სიარული და სინქრონული შადრევანი.


 


ამერიკელებმა გადაწყვიტეს არავის ჩამორჩენოდნენ და ტრადიციული ამერიკული სახეობები სტრიპტიზით შეაზავეს. ასე გაჩნდა სპორტის ახალი სახეობები: სტრიპფეხბურთი და სტრიპკალათბურთი.


 

 

 

დანიელებმა იფიქრეს, ვისზე ნაკლებები ვართო და ხელბურთს დაამატეს ერთი აუცილებელი კომპონენტი - ლოყაზე ჩქმეტა, რომელიც არ ისჯება, წახალისების ფუნქცია აქვს.



იაპონელები უფრო შორს წავიდნენ და მძლეოსნობის ტრადიციული სახეობა დაბრკოლებების გადალახვა შეცვალეს დაბრკოლებების ქვეშ გაძვრომით, რაც გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა.



აი, ასე იცვლება ყველაფერი, მრავალფეროვნება ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა. სულ მალე ახალი, 2017 წელი მოგვიკაკუნებს; როგორც სპეციალისტები ამბობენ, მამლის წელი ყველაზე გამოუცნობი ცვლილებების დროა. ამაში დასარწმუნებლად კი სულ რამდენიმე დღით მოგვიწევს მოცდა.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, გაუგონარი ცვლილებებითა და სპორტული სიახლეებით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner