„BBC"-ის ცნობით, გერმანიის პოლიციამ გუშინ ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
სატვირთო მანქანის მძღოლი, წარმოშობით პაკისტანელია, რომელიც გერმანიაში შარშან ჩავიდა და თავშესაფარის მიღება სურდა, ამჟამად იგი პოლიციის მიერ იკითხება.
პოლიციას არ გააჩნია ინფორმაცია დაკავებულის კავშირებზე ტერორისტულ ორგანიზაციებთან.
გუშინ ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.