logo_geo
eng_logo
პორტალ „კვირას“ საიტზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა
- +

20 დეკემბერი. 2016. 14:45




საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ „კვირას" საიტზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. აღნიშნულის გამო საინფორმაციო სააგენტოს საიტი შეფერხებით მუშაობს და პერიოდულად ითიშება, რის გამოც მკითხველს სააგენტოს საიტზე სრულფასოვნად წვდომის პრობლემა ექმნება. ამის შესახებ „კვირას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.


„აღსანიშნავია, რომ მსგავისი სახის შეფერხებას საიტზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში პერიოდულად აქვს ადგილი.

 

პორტალმა „კვირამ" დახმარებისთვის პროვაიდერ კომპანია „cloud 9" -ს მიმართა, დადგინდეს, კონკრეტულად რითია გამოწვეული ტექნიკური შეფერხება. „კვირამ" სავარაუდო კიბერშეტევის თაობაზე ასევე აცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს.

 

პორტალი „კვირა" მკითხველს საიტზე არსებული შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner