logo_geo
eng_logo
„ლარის კურსის დინამიკა ბოლო პერიოდში აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების ვალუტების დინამიკასთან“
- +

20 დეკემბერი. 2016. 15:15



ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების ვალუტების დინამიკასთან.


ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დინამიკასთან. თუმცა, ბოლო დღეების დინამიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებისგან. ამაზე დღეს კომენტარი გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც, რაშიც ვეთანხმებით", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.


რაც შეეხება ფუნდამენტურ ფაქტორებს, გაგუას განცხადებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ნაწილში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2016 წლის 11 თვეში წელში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ტურიზმის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარით, ფულადი გზვნილების ზრდა შეინიშნება დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარით. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ყველა ძირითადი ნაწილის ანალიზით იკვეთება, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2016 წლის 11 თვეში გაუმჯობესებულია დაახლოებით 190 მილიონი დოლარით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner