logo_geo
eng_logo
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენდირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ვასილ მაღლაფერიძე მიიღებს
- +

20 დეკემბერი. 2016. 16:55



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე მიიღებს. მან პირველი არხის სამეურვეო საბჭოს განაცხადი უკვე წარუდგინა.


ღია კონკურსი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 28 ნოემბერს გამოცხადდა, გენერალური დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს დასრულდება.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსი ორ ტურად ჩატარდება. კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი.


გენერალური დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა სამი წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლისა.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამად, თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner