logo_geo
eng_logo
აღმოჩენა ყვარელში: ტაძარის ნანგრევებში ნაპოვნი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი V-VIII საუკუნეებით თარიღდება
- +

24 მარტი. 2016. 11:04



ცოტა ხნის წინ, ნატაძრალში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მკვლევარებმა V საუკუნით დათარიღებული ბაზილიკის ტაძრის ნანგრევები აღამოაჩინეს. შესაძლოა, ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდეს, სადაც ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, საუკუნეების წინანდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა.


დადასტურდა, რომ ნატაძრალი მე-5 საუკუნის ქართული ქრისტიანული ტაძარია. გათხრების პროცესში გამოირკვა, რომ თავდაპირველი სახით შემონახული გრანდიოზული სამნავიანი ბაზილიკა, სიგრძეში 44, ხოლო - სიგანეში 29 მეტრია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მისი სიმაღლე 15 მეტრი უნდა ყოფილიყო.


სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ეკლესია ვახტანგ გორგასლის მეფობის დროსაა აგებული. თუმცა ამავე ტაძრის იატაკის ქვეშ აღმოჩნდა მე-4 საუკუნის ნატაძრალიც. არსებობს სეისმოლოგთა მიერ დადასტურებული ცნობა, რომ საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მომხდარა, რამაც დაანგრია მე-4 საუკუნით დათარიღებული ეკლესია და მის ნაშთებზე აშენდა ეს სამნავიანი ბაზილიკა.


 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner