ბორჯომში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 64 დევნილი ოჯახი გახდა. დევნილებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა გადასცეს.
ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე, 4-სართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სამშენებლო ტრესტი N3"-მა განახორციელა. მშენებლობის ღირებულებამ 1 736 182 ლარი შეადგინა.
დღეს, 36 ერთოთახიანი, 20 ოროთახიანი და 8 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.