მოსკოვში თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ალეპოში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობენ.
„15 დეკემბერს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან 37 500 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, ხოლო პროცესი 21 დეკემბერს უნდა დასრულდეს", - წერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ „Twitter"-ზე.
სირიაში ომი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც მშვიდობიანი პროტესტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 400-ზე მეტი ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულია საკუთარი სახლიდან, ხოლო 4.8 მილიონმა ადამიანმა თავშესაფარი სხვა ქვეყნებს სთხოვა.