logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა: რუსეთის ელჩის მკვლელობა შეთანხმებული იყო ამერიკისა და თურქეთის სპეცსამსახურებთან
- +

20 დეკემბერი. 2016. 20:39


 

„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას ეხმაურება:

 

„თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა შეთანხმებული იყო ამერიკისა და თურქეთის სპეცსამსახურებთან, მკვლელმაც იცოდა რომ უნდა მომკვდარიყო, ამიტომაც ჰქონდა ასეთი „გრძელი" გამოსვლა... ერთი ტყვია საკმარისი იქნებოდა ტერორისტის განიარაღებისთვის, ტიპი დაცხრილეს, არცერთი შანსი არ დაუტოვეს გადარჩენის, რადგან შემკვეთის ვინაობის დადგენა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ტერორისტის სიცოცხლე და ეს ლოგიკურიც არის. საეჭვო კიდევ ის არის, რომ ამერიკის საელჩო დაიხურა მკვლელობიდან 30 წუთში... ასევე გერმანიაში მომხდარი ტრაგედია... ვის აწყობს ევროპის დასუსტება? ამერიკას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ევროპის დიდი ნაწილი რუსეთის პოლიტიკას იზიარებს ბაშარ ასადთან მიმართებაში... „ისლამური სახელმწიფო" კი ისეთივე ამერიკული პროექტია, როგორც „ალ-ქაიდა", ამას დრო დაადასტურებს როგორც სხვა ბევრ ჩემს ანალიზს.

 

უბრალოდ ლოგიკური დაფიქრება სჭირდება ყველაფერს და ვერავინ მოგვატყუებს. უაზროდ იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ამით იწყობენ პოლიტიკურ კარიერას დიდი პოლიტიკის მამები... სამწუხარო ის არის, რომ ხალხიც არის ამაში ჩართული ისე რომ ვერც აცნობიერებს თანამონაწილეობას ამ დიდ „ბლეფში"...",- წერს გაბედავა.

 

შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner