ციურიხის პოლიცია ადასტურებს, რომ პირი, რომელმაც 19 დეკემბერს ქალაქის ისლამურ ცენტრში სამი ადამიანი დაჭრა, გარდაცვლილია. მისი ცხედარი შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს. ცნობილია, რომ მან 18 დეკემბერს მკვლელობაც ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ისლამურ ცენტრში მყოფებზე თავდასხმა 24 წლის შვეიცარიელმა ჩაიდინა. მან მომხდარის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული არ ყოფილა.