შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „პრაიმტაიმის" ჟურნალისტის კითხვაზე - ფარული მიყურადება თითქმის ყველა ხელისუფლების პირობებში არსებობდა... როდესაც მხოლოდ წინა ხელისუფლების პრაქტიკაზე ვსაუბრობთ, რით განსხვავდებოდა მისი მეთოდიკა დანარჩენებისგან? - პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში იყო ე.წ. მანკიერი წრე. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა ჩათრეული ამ მანკიერ ჯაჭვში, მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების წარმოდგენაში, უფრო ადვილი გახდებოდა ხელისუფლების შენარჩუნება.
„იმ შემთხვევაში იყო ე.წ. მანკიერი წრე. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა ჩათრეული ამ მანკიერ ჯაჭვში, მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების წარმოდგენაში, უფრო ადვილი გახდებოდა ხელისუფლების შენარჩუნება. ხშირ შემთხვევაში სისასტიკის გადაღება ხდებოდა არა იმდენად მსხვერპლის დასაშანტაჟებლად, არამედ მასში მონაწილე პირების ჩასაბმელად ამ დანაშაულებრივ ჯაჭვში. იგივე შეიძლება ითქვას ამ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, თუ სხვა შორსმიმავალი მიზნები არ იყო ამ შემთხვევაში. ჩვენდა საუბედუროდ, თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არ იყო აქ ჩართული და თუ გავლენის აგენტურის ან პირად კავშირზე მყოფი აგენტურის საშუალებით არ აკეთებდნენ. თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს ასეთი მაკომპრომატირებელი მასალა აქვს, გამოყენებას ვერ შეძლებს?!" - განაცხადა ნარჩემაშვილმა.