logo_geo
eng_logo
ბერლინში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

21 დეკემბერი. 2016. 00:15



BBC-ის ცნობით,  ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. დაჯგუფებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, მათმა ერთ-ერთმა მებრძოლმა განახორციელა.


ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.


ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემსრულებელი ჯერ დაკავებული არ არის. გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული და საშიშია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner