უცხოური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა იორდანიაში, ქალაქ კარაკთან ოთხი პოლიციელი მოკლა.
პოლიციელები ისლამისტ მებრძოლებთან შეტაკების დროს მოკლეს. შეტაკება მაშინ მოხდა, რომდესაც იორდანიის პოლიცია ქალაქ კარაკთან ახლოს რეიდს ატარებდა.
უცხოური მედია წერს, რომ ჯერ უცნობია, აქვს თუ არა თავდამსხმელს კავშირი "ისლამურ სახელმწიფოსთან".
წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.