მექსიკაში ფოიერვერკების ბაზრობაზე აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით მოქალაქე. შემთხვევა მეხიკოდან 32 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ტულტეპეკის პიროტექნიკის ბაზრობაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, ექსპერტებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დაშავებულებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ.
მეხიკოს შტატის გუბერნატორის განცხადებით, 13 ბავშვი, რომლებმაც სხეულის 90%-ზე მეტის დამწვრობა მიიღეს, სამკურნალოდ აშშ-ში გაგზავნეს.
აფეთქების დროს ბაზრობაზე ხლახმრავლობა იყო. მოსახლეობა შობისთვის და ახალი წლისთვის პიროტექნიკას ყიდულობდა.
აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ბაზრობაზე მაღაზიებისა და დახლების უმეტესი ნაწილი განადგურდა. დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ჯერ არ საუბრობს. წინასწარი ვარაუდით, აფეთქება უსაფრთხოების ზომების არასათანადო დაცვის გამო მოხდა.