თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან დგანან ფეთჰულა გიულენის ტერორისტები, რაც ცნობილია როგორც თურქეთისთვის, ასევე რუსეთისთვის.
ანკარაში დიპლომატიური წყაროების თანახმად, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.