logo_geo
eng_logo
ხის სათამაშოების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 22 დეკემბერს გაიმართება
- +

21 დეკემბერი. 2016. 11:41


საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 22 დეკემბერს 16:00 საათზე ხისგან დამზადებული სათამაშოების გამოფენა გაიმართება. გამოფენა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის", ასოციაცია „ანიკას", მედია ჰოლდინგ „კვირას" და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კოლეჯ „სპექტრის" სტუდენტებისა და ასოციაცია „ანიკას" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დამზადებული სათამაშოები.


​როგორც „სითი კვირას" კოლეჯ „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი ხის ნაკეთობები სიმბოლურ ფასად გაიყიდება და შემოსული თანხა ასოციაცია „ანიკას" ბენეფიციარებს გადაერიცხებათ.


„გამოფენის მიზანი არის, ხის სათამაშოების პოპულარიზაცია საქართველოში, რათა მიეცეს ბავშვებს შესაძლებლობა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით ითამაშონ. შესაბამისად საჭიროა ხის სათამაშოების წარმოება განვითარდეს და ამით ბიზნესი დაინტერესდეს", - აცხადებს მათე ტაკიძე.


​მისივე თქმით, გამოფენაზე დამთვალიერებელს ექნება საშუალება გაეცნოს შშმ პირების მიერ შექმნილ სათამაშოებს და ნახონ, რომ მათი შესაძლებლობები შეუზღუდავია.


გამოფენის გამართვა შობა-ახალი წლის მოახლოებას განგებ დაამთხვიეს, რათა პატარა მეგობრები გაეხარებინათ და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოთი შეხვდნენ დღესასწაულს.


ტაკიძის ინფორმაციით, ხის სათამაშოების პოპულარიზაციის გარდა, გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო იქნება და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დღის ცენტრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.


„ხის სათამაშოები წარმატებით გაიყიდება ბაზარზეც. ჩვენ უნდა გავახაროთ ბავშვები. მსურველს შეუძლია მოვიდეს ამ გამოფენაზე შეიძინოს და ამით დაეხმაროს" ანიკას" ბენეფიციარებს", - აცხადებს მათე ტაკიძე.


გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, გუდიაშვილის ქუჩის #7-ში შშმ პირებისთვის ადაპტირებულ დარბაზში გაიმართება.


როგორც „სითი კვირას" საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა განუცხადა, გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება. ეს გამოფენა იქნება იმ სივრცეში, რომელიც ადაპტირებულმირიან-ხოსიტაშვილიია უნარშეზღუდულთათვის და ეტლით მოსარგებლეს ქუჩიდანვე შეეძლება შესვლა საგანგებოდ მოწყობილ ფართში. იქვე არის სამკითხველო დარბაზი, რომლითაც შშმ პირებს მუდმივად შეუძლიათ ისარგებლონ.

 

„ეროვნული ბიბლიოთეკის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ. მნიშვნელოვანია თვითონ გამოფენის იდეა - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების პოპულარიზაცია. დღეს, რომ გადავხედოთ ბაზარს, ვნახავთ, რომ სათამაშოების ბაზარი ბავშვებისთვის არც თუ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს უკავია. ეს არის ახალი სიტყვა ამ მიმართულებით და ყველას ვურჩევ მოვიდნენ 22 დეკემბერს, 16:00 საათზე და დაათვალიერონ ერთი მხრივ უნიკალური გამოფენა, მეორე მხრივ კი, ეს ნიჭიერი ახალგაზრდები წაახალისონ", - აცხადებს მირიან ხოსიტაშვილი.


კოლეჯ „სპექტრისა" და ასოციაცია „ანიკას" აღსაზრდელების შემოქმედებით პროცესს ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი დაესწრო.


მისი თქმით, ხის სათამაშოები ქართული ნაწარმია, რომლებიც შშმ პირებმა შექმნეს და მნიშვნელოვანია მათ საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ საზოგადოებას.


„არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები თუ გარემო თანაბარია. ეს ბავშვები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ეს არის ხის სათამაშოები, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და ბავშვებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მისი ხელში დაჭერა, ვიდრე საეჭვო წარმოშობის სათამაშოსი", - აცხადებს იგი და მოუწოდებს თანამოქალაქეებს, შეიძინონ ქართული და ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner