logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს!
- +

24 მარტი. 2016. 11:58



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს.


„ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს, გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არა მხოლოდ საშუალება - სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს.

 

დღეს ყველა საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფარხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არ არსებობა. სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო წამოვიწყეთ ეს ინიციატივა, რომ სწორედ შრომის ბაზრიდან წამოსული მოთხოვნების საფუძვეელზე შედგეს პარტნიორობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და ამ პარტნიორობით შეიქმნას ახალი სასწავლო მოდელი, რომელიც პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმებას.

 

განათლების რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას. ეს არის რეფორმა რომელიც არ ამხოლოდ განათლების სისტემის გაუმჯობესებას არამედ ქვეყნის განვითარებას მისცემს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს. ქვეყნის განვითარება სწორედაც, რომ დამოკიდებულია თითოეული თქვენგანის, თითოეული ახალგაზრდის შესაძლებლობების რეალიზაციაზე, იმაზე თუ რამდენად უკეთესად შეძლებს თითოეული თქვენგანი საკუთარი ცოდნის, საკუთარი შრომის მეშვეობით შექმნას უკეთესი მომავალი, მიიღოს შემოსავალი და მოახდინოს თვითრეალიზაცია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის რეფორმის, რომელიც საჭიროებებზე და შრომის ბაზარზე ორიენტირებულ პროფესიულ განათლებას გულისხმობს, განხორციელება. დღემდე ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით საბაზისო საჭიროებებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საბაზისო განათლების უზრუნველყოფაზე და დღეს გვაქვს საშუალება, რომ უფრო შორ მიზნებზე ორიენტირებული ახალი რეფორმა წამოვიწყოთ. სწორედ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების საქმიანი ინიციატივების რეალიზებისთვის მთავრობამ შექმნას შესაბამისი მექანიზმები.

 

„სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები ახალ პირობებში, რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner