სვანეთში ზვავს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 55 წლამდე ასაკის მამაკაცი. ის დაბა მესტიის მკვიდრი იყო. შემთხვევა ბარჯა-ხაიშის საგზაო მონაკვეთზე მოხდა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.