„Reuters"-ის ცნობით, ბერლინში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ტერორისტები აცხადებენ, რომ თავდასხმის ორგანიზატორი მათ რიგებშია.
თავდასხმა ბერლინის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. შედეგად დაიღუპა 12, ხოლო დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.