24 დეკემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „კვირას" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, მომავალი სამი დღის განმავლობაში ღამით გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით - 7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთის ბარში კი ღამით -6 -8 ზოგან -14 გრადუსი ყინვა იქნება. რაც შეეხება დღის ტემპერატურას მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მოიმატებს და ჰაერი 5-დან 8 გრადუსამდე გათბება.