logo_geo
eng_logo
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, დათა ახალაიას 12, ხოლო გია დგებუაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- +

21 დეკემბერი. 2016. 12:35




ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა" თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.


მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, ახალაიას 12 წლით, ხოლო დგებუაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა ჩინოსნებთან ერთად ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის - შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ. გამოძიების ვერსიით, საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ რომან სურმანიძის მისამართით განახორციელეს.


გიორგი დგებუაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ნიდერლანდებიდან საქართველოში 2016 წლის 22 მარტს განხორციელდა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner