logo_geo
eng_logo
მიშა მესხი: ავადმყოფი უნდა იყოს ადამიანი, სხვისი ინტიმური ურთიერთობების ნახვით ტკბებოდეს!
- +

24 მარტი. 2016. 12:08



თავს დავდებ, რომ ეს კადრები „ნაციონალების" დროს არის გადაღებული", - ასეთ განცხადებას აკეთებს დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი იშა მესხი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე.  „პრაიმტაიმთან" საუბრისას ის ამბობს, რომ  მაშინ კუდ-ის თანამშრომლები ბინძურ კამპანიას აწარმოებდნენ მათი ორგანიზაციის წარმომადგენლებზე.




„ავადმყოფი უნდა იყოს ადამიანი, სხვისი ინტიმური ურთიერთობების ნახვით ტკბებოდეს. რაც ხდება, ცალსახად ცუდია. თავს დავდებ, რომ ეს კადრები „ნაციონალების" დროს არის გადაღებული. მაშინ ყველა სფეროს წარმომადგენლებს უღებდნენ, დაწყებული შოუბიზნესის წარმომადგენლებიდან, დამთავრებული სპორტსმენებით. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკოსებზე.

 

როცა „ქართული ოცნების" აქტიური წევრი ვიყავი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი. მაშინ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში გოგოებს აგზავნიდნენ, ვითომ თანამშრომლობისთვის, ვითომ პარტიის საგულშემატკივროდ და სინამდვილეში ინფორმაციებს აგზავნიდნენ ჩვენზე. მაშინ „ქართული ოცნება" ორგანიზაცია იყო, თავმჯდომარე ქალბატონი მაია ფანჯიკიძე გახლდათ. მე ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი ვიყავი, აქციების ორგანიზატორი... სააკაშვილის ხელისუფლების დროს ლიტვაში ვიყავი გაქცეული წელიწად-ნახევარი. როცა ბატონი ბიძინა ჩამოვიდა საქართველოში, მეც დავბრუნდი, გადავწყვიტე, ამ ორგანიზაციას გვერდში დავდგომოდი. მაშინ კუდ-ის თანამშრომლები ბინძურ კამპანიას აწარმოებდნენ ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებზე", - განაცხადა მესხმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner