logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არ ვარ გულგრილი, რაც მესმის მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით
- +

21 დეკემბერი. 2016. 12:50


უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხები, რომელიც ეხება ქალის პატიმრობის საქმეს, მისთვის უფრო მგრძნობიარეა.


ასეთი საკითხები, რომელიც ეხება ქალის პატიმრობის საქმეს, ჩემთვის უფრო მგრძნობიარეა. ვფიქრობ, რომ სასამართლოზე არ უნდა მოხდეს გარე ჩარევა. როგორც წესი, ეს ცუდ ფორმად მიიჩნევა, როდესაც მოსამართლე იხილავს საქმეს და გარედან რაიმე ფორმით ხდება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. მე ვისურვებ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს, ყველა გარემოების გათვალისწინებით. ნამდვილად არა ვარ გულგრილი რა ინფორმაციაც მესმის ქალბატონ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


მაია რჩეულიშვილს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე აქვს და ასევე გულის იშემიური დაავადება", - ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner