Agence France-Presse-მა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2016 წლის ადამიანად გამოაცხადა.
მეორე ადგილი დაიკავა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ხოლო მესამე ადგილი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
Agence France-Presse-ის ცნობით, რეიტინგის შედგენა მოხდა სააგენტოს 300-მდე თანამშრომელის გამოკითხვის შედეგად, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ.
„ჟურნალისტებმა არჩევანი 30-კაციანი სიიდან გააკეთეს, რომელიც შერჩეული იყო სააგენტოს მთავარი რედაქციების მიერ", - აცხადებენ Agence France-Presse-ში.