logo_geo
eng_logo
სასამართლომ მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა
- +

21 დეკემბერი. 2016. 14:18


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მაია და გუკა რჩეულიშვილები პატუმრობაში დატოვა.


მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ინტერესების დამცველების შუამდგომლობა აღკვეთის ღონოსძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.


მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი კი, წინა პროცესზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებიდან გამომდინარე ითხოვდა.


ადვოკატები გურამ რჩეულიშვილის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მაია რჩეულიშვილის კი, 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner