logo_geo
eng_logo
დიმიტრი პესკოვი: რუსული მხარე ვაშინგტონის საპასუხოდ ადეკვატურ ზომებს მიიღებს
- +

21 დეკემბერი. 2016. 15:01


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი წუხს, რომ ვაშინგტონი დესტრუქტიულ პოლიტიკას ატარებს რუსეთთან მიმართებაში.


ვწუხვართ, რომ ვაშინგტონი აგრძელებს ამ დესტრუქტიულ პოლიტიკას. ჩვენ არ ვეთანხმებით ასეთ პოლიტიკას, ვთვლით, რომ ის სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, რუსული მხარე საპასუხოდ ადეკვატურ ზომებს მიიღებს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.


სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა შვიდი ფიზიკური პირი და რამდენიმე ათეული ორგანიზაცია, ასევე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი ხომალდი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner