40 მეტრი სიმაღლის ასწლოვანი ხე „ტიტა" ციხისძირის სანაპიროდან გადაიტანეს. ხეს ურეკის დენდროლოგიურ პარკში მოათავსებენ. უზარმაზარი ხით დატვირთული ბარჟის ზღვაში შესვლა გართულდა. 10-საათიანი მუშაობის შემდეგ, მძიმე ტექნიკის დახმარებით, ბარჟა ურეკის მიმართულებით გავიდა.