logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლიდან წავა ყველა, ვინც წასასვლელია!
- +

21 დეკემბერი. 2016. 15:40


 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ყველას მისცემს საშუალებას, პროფესიულად განვითარდეს.


სკოლიდან წავა ყველა, ვინც წასასვლელია. იმ შემთხვევაში, სადაც მასწავლებელს გამოცდის ჩაბარებას მოთხოვ, მაგრამ ტრენინგით არ უზრუნველყოფ, ეს იქნება უსამართლობა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ყველას მისცემს საშუალებას, პროფესიულად განვითარდეს. ახალი სქემა გამოცდის ჩატარებას არ ითვალისწინებს, რადგან სირცხვილია იმ ადამიანს გამოცდა ჩაუტარო, რომელსაც თაობები ჰყავს გაზრდილი. მოლოდინი იმისა, რომ ახალი სქემის გამოსვლის შემდეგ 100 პროცენტი გადალახავს ბარიერს, არ მაქვს, მაშინ ნულოვანი ბარიერი უნდა დავაწესოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner