logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშიამ თემქაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

24 მარტი. 2016. 12:15



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

დეპუტატის ინფორმაციით, თემქაზე, მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის 24-ე კორპუსისმიმდებარე ტერიტორიაზე შიდაკვარტალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისფარგლებში, გზებზე არსებული ორმოულების შეკეთების პროცესი მიმდინარეობს.

ჯაბა სამუშიას განცხადებით, თემქის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემური გზის მონაკვეთი უახლეს პერიოდში იქნება აღდგენილი. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საგზაო სამუშაოები უკვე დაიწყო, რომლის დასრულება ერთ თვეშია დაგეგმილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner