გაზეთი „ალ-იაუმ ას-საბია"-ს ცნობით,თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ჯეიშ ალ-ფათჰის" შეიარაღებულმა კოალიციამ აიღო, რომლის რიგებშიც შედის „ჯებჰათ ფათჰ აშ-შამის" ექსტრემისტური დაჯგუფება (ადრე ცნობილი როგორც „ჯაბჰათ ან-ნუსრა").
გაზეთის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სირიაში მოქმედი აღნიშნული კოალიციის განცხადების ასლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ანკარაში ჩადენილ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას თავად იღებენ.
შეგახსენებთ, 19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს.