logo_geo
eng_logo
სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა
- +

21 დეკემბერი. 2016. 16:57


 


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა.


სემეკის გადაწყვეტილებით, „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის" დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 6.659 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 9.056 თეთრი.


შპს „ჯიფაუერისთვის" დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1 კვტ/სთ - 8.460 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.120 თეთრი.


შპს „მტკვარი ენერჯისთვის" დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 10.748 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 12.194 თეთრი.


შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის" დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 11.303 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.234 თეთრი.


სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner